ტაროს კარტის ფსიქოლოგიურ ტესტად გარდაქმნის იდეა ეკუთვნის კარლ გუსტავ იუნგს. იგი სხვადასხვა კულტურაში იკვლევდა არქეტიპებს და იყენებდა მათ ფსიქოლოგიაში. არქეტიპები ადამიანის ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქციებია, რომლებიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ გამოცდილებას გენეტიკურად გადმოგვცემს. ის ხომ პირველი იყო, ვინც ,,კოლექტიური ცნობიერის” იდეა მოგვაწოდა, ამ დასკვნამდე კი მიიყვანა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ კულტურებში მსგავსი სიმბოლოების აღმოჩენამ. ეს არ არის ეზოთერიკა, ან მკითხაობა, არამედ უძველეს სიმბოლოებზე აგებული ფსიქოლოგიური ტესტი. კარტზე გამოსახული სიმბოლოები ეხება ჩვენი ფსიქიკის უღრმეს შრეებს, ვინაიდან ეს სიმბოლოები იმდენად ძველია, რომ კოლექტიურ ცნობიერში მათ ერთი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ხასიათის, სქესის, ასაკისა და ისტორიური ეპოქის. ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი სირთულე აქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და გადავიდეთ შემდეგზე, რათა არ მოხდეს ჩვენი სტაგნაცია და დეგრადაცია. ტესტის სიმბოლოები გამოიწვევს გაუცნობიერებელ ასოციაციებს, რომელიც თქვენს ახლანდელ მდგომარეობას უ...
Комментарии
Отправить комментарий