Сообщения

Сообщения за 2018

10 გასაოცარი ფაქტი ჯადოქრობის ისტორიიდან

Изображение
        მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში ჯადოქრობას შიშით უყურებდნენ და იკრძალებოდა,  თუმცა დღესდღეობით მას დომინანტური პოზიცია უჭირავს ამ კულტურებში. ზოგიერთ აფრიკულ ტომებში ჯადოქრად ყოფნა ნიშნავს დიადი ძალის ფლობას, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ „მკურნალი ჯადოქრები“, ანუ ისინი, ვისაც აქვთ ავადმყოფების განკურნების ძალა. თანამედროვე ჯადოქრობა სათავეს იღებს უძველეს წარსულში, როცა ცივილიზაცია იშვა დედამიწაზე. გთავაზობთ როგორ აღიქმებოდა იგი დასაბამიდან დღემდე. 1.ჯადოქრობა ყველა კულტურაში იყო მღელვარებისა და შიშის მომგვრელი. ჯადოქრობასთან მიმართებაში განსაკუთრებით ულმობელია ბიბლია. მის თანახმად „ ქალი ან კაცი, ვისაც ჰყავს ფამილიარი (ეშმაკისაგან ბოძებული დამხმარე არსება), და არის ჯადოქარი, უნდა მოკვდეს –  ჩაიქოლოს ქვებით. აფრიკაში, ინიანგების (ჯადოქარი ექიმების) საქმე იყო დახმარება აღმოეჩინათ ავადმყოფებისა და  დაშავებულთათვის, მსურველებისთვის მიეწოდებინათ მაგიური დამხმარე ნივთები ყოველდღიური გამოყენებისთვის,. იაპონიაში დღემდე არის შემონახული უძველეს

ჯადოქრის პირველი წესი

Изображение
ჯადოქრის პირველი წესი   მდგომარეობს შემდეგში: ადამიანები სულელები არიან და მათ შეუძლიათ ტყუილის დაჯერება, რადგან სურთ, რომ იგი სიმართლე იყოს, ან იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის ცოდნის. [1] სიუჟეტი რიჩარდ საიფერი , ტყის გზამკვლევი  ვესტლანდიიდან , ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია მამამისის სასტიკი მკვლელობის შესახებ. იგი ტყეში ხვდება გოგონას, რომელსაც  კვოდი  მისდევს. ის მას მათ ჩამოშორებაში ეხმარება. რიჩარდი გაეცნობა გოგონას, რომელსაც  კალან ამნელი  ჰქვია. კალანი მას უყვება, რომ საზღვრის გავლით  შუამიწეთიდან  მოვიდა, კვოდი კი მის დასაჭერად  დარკენ რალმა  გამოგზავნა. კალანთან ერთად რიჩარდი შინ მიდის და აღმოაჩენს, რომ იქ ვიღაც არის ჩასაფრებული, მას კალანი თავის საუკეთესო მეგობართან,  ზედთან  მიჰყავს. გზაში კალანი მას უყვება, თუ რატომ და როგორ წარმოიქმნა საზღვრები. დიდი ხნის წინათ, არსებობდა თავისუფალი დამოუკიდებელი სამეფოების ორი კავშირი — შუამიწეთი და  დაჰარა . დაჰარას მართავდა ხარბი და სასტიკი  პანიზ რალი , რომელსაც მთელი დაჰარის შუამიწეთთან გაერთიანება და ერთპიროვნული მართვა სურდა

სალემის ჯადოქართა სამსჯავრო

Изображение
სალემის ჯადოქართა სამსჯავრო   — სასამართლო პროცესები რომელიც მიმდინარეობდა   1692 —1693   წლებში, რომელსაც შედეგად მოჰყვა   მასაჩუსეტსის   შტატის სოფელ სალემელთა გასამართლება და დასჯა. ჯადოქრობის ბრალდებით ჩამოახრჩეს 20 ადამიანი (14 ქალი და 6 მამაკაცი). 200-მდე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ხუთი ადამიანი ციხეში გარდაიცვალა. სალემში  1692  წლის თებერვლიდან  1693  წლის მარტის ჩათვლით ჯადოქრობაში დადანაშაულებულთა სასამართლო პროცესები და გამოძიებები მიმდინარეობდა, რასაც სხვა სახის შედეგებთან ერთად 20 ადამიანის ჩამოხრჩობა მოჰყვა, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს სალემის კუდიანთა სამსჯავროს სახელით ვიცნობთ, ჯადოქრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სხვა ქალაქის მაცხოვრებლებსაც. 1692 წელს სალემის მსგავსი სიტუაცია იყო მასაჩუსეტსის კოლონიის სხვა ქალაქებშიც:  იფსვიჩში ,  ენდოვერსა  და ქალაქ  სალემში . საბოლოო ჯამში, კუდიანობის ბრალდებით 19 ადამიანი ჩამოახრჩვეს და ერთი სიკვდილამდე აწამეს (იგი არ იყო ბრალდებული). დადანაშაულეულთა ერთი მესამედი ეკლესიის წევრ