К основному контенту

10 გასაოცარი ფაქტი ჯადოქრობის ისტორიიდან

10 გასაოცარი ფაქტი ჯადოქრობის ისტორიიდან
მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში ჯადოქრობას შიშით უყურებდნენ და იკრძალებოდა,  თუმცა დღესდღეობით მას დომინანტური პოზიცია უჭირავს ამ კულტურებში. ზოგიერთ აფრიკულ ტომებში ჯადოქრად ყოფნა ნიშნავს დიადი ძალის ფლობას, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ „მკურნალი ჯადოქრები“, ანუ ისინი, ვისაც აქვთ ავადმყოფების განკურნების ძალა.
თანამედროვე ჯადოქრობა სათავეს იღებს უძველეს წარსულში, როცა ცივილიზაცია იშვა დედამიწაზე. გთავაზობთ როგორ აღიქმებოდა იგი დასაბამიდან დღემდე.

1.ჯადოქრობა ყველა კულტურაში იყო მღელვარებისა და შიშის მომგვრელი.



ჯადოქრობასთან მიმართებაში განსაკუთრებით ულმობელია ბიბლია. მის თანახმად „ ქალი ან კაცი, ვისაც ჰყავს ფამილიარი (ეშმაკისაგან ბოძებული დამხმარე არსება), და არის ჯადოქარი, უნდა მოკვდეს –  ჩაიქოლოს ქვებით.
აფრიკაში, ინიანგების (ჯადოქარი ექიმების) საქმე იყო დახმარება აღმოეჩინათ ავადმყოფებისა და  დაშავებულთათვის, მსურველებისთვის მიეწოდებინათ მაგიური დამხმარე ნივთები ყოველდღიური გამოყენებისთვის,. იაპონიაში დღემდე არის შემონახული უძველესი ფოლკლორი ჯადოქრების შესახებ , რომლის მიხედვითაც არსებობდნენ ორი სახის ჯადოქრები: ისინი, ვინც ფამილიარად იყენებდა გველებს და ისინი, ვინც ფამილიარად იყენებდა მელიებს. საუდის არაბეთში კანონი ჯადოქრობისთვის სიკვდილის დასჯის შესახებ  დღესაც ძალაშია.

2.მელვის მალეფიკარუმი – შუასაუკუნეების სახელმძღვანელო ჯადოქრებზე სანადიროდ კათოლიკეებისა და პროტესტანტებისთვის


წიგნის სახელწოდება ითარგმნება როგორც „ჯადოქრების ჩაქუჩი“. ის დაწერილია ორი გერმანელი ბერის ჰენრი კრამერისა და იაკობ სპრენგერის მიერ 1486 წელს. ეს ის პერდიოდია, როცა მთელი ევროპა შეპყრობილი იყო ჯადოქრების განადგურების იდეით. ჯადოქრობის ბრალდებით ასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის უმეტესობა იყო ქალი.
  1. ჟანა დ’არკი ჯადოქრობის ბრალდებით დაწვეს კოცონზე

ჟანა დ’არკი იყო ჩვეულებრივი გლეხი გოგონა, ქრისტიანი წმინდანების გამოცხაედბებითა და ხილვებით შთაგონებულმა ჟანამ უდიდესი როლი შეასრულა ფრანგების გამარჯვებაში ინგლისელთა წინააღმდეგ ასწლიან ომში. ომის დასასრულს ჟანას ჭორები მისი ხილვების შესახებ მის წინააღმდეგ გამოიყენეს, ჯადოქრობა დასწამეს და კოცონზე დაწვეს.
  1. ისტორიაში ყველაზე ცნობილი ს – სალემის ჯადოქართა გასამართლებები

ეს იყო ყველაზე სასამართლოები, სადაც  ადამიანები  გაასამართლეს  ყველაზე უსაფუძვლო, ფუჭი ბრალდებებით პურიტანულ ამერიკაში, მასაჩუსეტსში 1692 წლის თებერვლიდან 1693 წლის მაისამდე. ბრალი დასდეს 200ზე მეტ ადამიანს. ჯადოქრობასთან კავშირის აღიარებისთვის ბრალდებულებს სასტიკად აწამებდნენ. ამ წამების შედეგად 50მა „აღიარა“, რომ  ჯადოქარი იყო, მათ რა თქმა უნდა სიკვდილით სჯიდნენ. 150 ადამიანს კი პატიმრობა მიუსაჯეს.
  1. შხამ-წამლები და მაგიური ფორმულები

ხშირად „შხამ-წამლები“ და მაგიური ფორმულები, რემლებსაც ჯადოქრები იყენებდნენ, სინამდვილეში გამოიყენებოდა მედიცინაში ან კულინარიაში. ცნობილი ინგრედიენტები, რომლებსაც ჯადოქრები იყენებდნენ, მაგალითად ბაყაყის ფეხი,  ღამურას ბალანი, ძაღლის ენა… ესენი არის ჩვეულებრივი მცენარეების სახელები, რომლებსაც იყენებდნენ ნაყენების დასამზადებლად ან კულინარიაში, ორიგინალ სახელებს უცვლიდნენ მსგავსი სახელებით, რათა თავიდან აერიდებინათ რეცეპტის მოპარვის შემთხვევაში მისი სხვის მიერ გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი სახელები კიდევ უფრო მეტი შიშით განაწყობდა ხალხს ჯადოქრების მიმართ.
  1. ჯადოსნობის ყველა სახეობა არ უკავშირდება ბნელ ძალებს და არ მიიჩნევა „ცუდად“

„თეთრი ჯადოქრები“ იყენებენ თეთრ მაგიას, კეთილმოსურნე მიზნებისთვის. მათ ასევე უწოდებენ „მკურნალ ჯადოქრებს“, ცნობილია, რომ  ბნელი ძალების ნაცვლად ისინი იყენებენ საკუთარ ისბრძნესა და ოსტატობას. ისინი თავის თავს თვლიან მკურნალებად, და არა ჯადოქრებად.
  1. ვიკა

ვიკა არის თანამედროვე რელიგია, რომელიც დაფუძნებულია მაგიაზე. ის ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ინგლისში. ჯერალდ გარდნერი – პოსტიდან გადამდგარი სახელმწიფო მოხელე, იყო ერთერთი პირველი ამ მოძრაობაში და სწორედ მან გააცნო ეს ახალ მოძრაობა ხალხს. ეს რელიგია დაფუძნებულია ანტიკურ პაგანურ რიტუალებზე და ტრადიციებზე.
  1. ინდურ ენაზე ჯადოქარი არის „დააიან“, „დააიანი“ – რომელიც მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვიდან „დაკინი“, რაც ნიშნავს „ქალის ზებუნებრივი უნარებით“

ინდოეთში ოდითგანვე არსებობს ჯადოქრების არსებობის რწმენა და შიში მათ მიმართ. მათ სჯერათ, რომ თუ ოჯახსი წევრები ცუდად ექცევიან ქალს, ან ის არაბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება – უკან ჯადოქრად ბრუნდება და იწყებს მისი ოჯახის წევრების ხოცვას ასაკით ყველაზე პატარებიდან.
მხოლოდ ბენგაკსა და ასამში 2003დან 2008 წლამდე მოკლეს 750 ქალი ჯადოქრობის ბრალდებით. მსხვერპლები ძირითადად არიან მოხუცი ან ქვრივი ქალები.
  1. მაიონგის სოფელი ასამე – შავი მაგიის მიწა

ადგილობრივი ისტორიის თანახმად, ადამიანის მსხვერპლად შეწირვა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მათი ტანტრული ტრადიციებისა, რომელიც გაგრძელდა ადრეულ თანამედროვე პერიოდამდე. დღესაც ბევრი მათგანი იყენებს ტატრას მაგიის ინდურ ვერსიას, რომლის ძირითადი ფუნქცია ადამიანების განკურნებაა.
  1. ჯადოქრები ლიტერატურაში

„მეფე არტურის ლეგენდებში“ გვხვება ჯადოქარი მერლინი, მეფის მენტორი და მრგვალი მაგიდის წევრი.  შექსპირის „მაკბეტში“ განსაკუთრებით კარგად ჩანს, როგორ აღიქვამდნენ ჯადოქრებს შუასაუკუნეებში. დღევანდელი გამოხმაურებები „ჰარი პოტერზე“  კი ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს სფერო დღესდღეობითაც დიდ ინტერესს იწვევს ხალხში

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტაროს მნიშვნელობა N1ჯადოქარი/მაგი

მკითხაობა უძველესი ჩინური მეთოდით

მკითხაობა ტაბულის მიხედვით