10 გასაოცარი ფაქტი ჯადოქრობის ისტორიიდან
მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში ჯადოქრობას შიშით უყურებდნენ და იკრძალებოდა, თუმცა დღესდღეობით მას დომინანტური პოზიცია უჭირავს ამ კულტურებში. ზოგიერთ აფრიკულ ტომებში ჯადოქრად ყოფნა ნიშნავს დიადი ძალის ფლობას, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ „მკურნალი ჯადოქრები“, ანუ ისინი, ვისაც აქვთ ავადმყოფების განკურნების ძალა. თანამედროვე ჯადოქრობა სათავეს იღებს უძველეს წარსულში, როცა ცივილიზაცია იშვა დედამიწაზე. გთავაზობთ როგორ აღიქმებოდა იგი დასაბამიდან დღემდე. 1.ჯადოქრობა ყველა კულტურაში იყო მღელვარებისა და შიშის მომგვრელი. ჯადოქრობასთან მიმართებაში განსაკუთრებით ულმობელია ბიბლია. მის თანახმად „ ქალი ან კაცი, ვისაც ჰყავს ფამილიარი (ეშმაკისაგან ბოძებული დამხმარე არსება), და არის ჯადოქარი, უნდა მოკვდეს – ჩაიქოლოს ქვებით. აფრიკაში, ინიანგების (ჯადოქარი ექიმების) საქმე იყო დახმარება აღმოეჩინათ ავადმყოფებისა და დაშავებულთათვის, მსურველებისთვის მიეწოდებინათ მაგიური დამხმარე ნივთები ყოველდღიური გამოყენებისთვის,. იაპონი...